მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუჩა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ახალ წელს მეკვლეც ვერ შემოდის”

“ქუჩა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ახალ წელს მეკვლეც ვერ შემოდის”

მორიგი კრახით დასრულებული პროექტი ქუთაისში – ხახანაშვილის ქუჩაზე ტენდერი გამოაცხადეს, ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ განხორციელებულა.

მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა გადათხრილი ქუჩის და მიტოვებული სამუშაოების ფონზე უხდება. ადგილზე ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ პერიმეტრზე ღია საკანალიზაციო ქსელია.

ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ანტიკორუფციული მოძრაობა აპროტესტებს და აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

“ასეთ მდგომარეობაშია ქუჩა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ათობით ათასი ლარი გამოიყო. ქუჩა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ახალ წელს მეკვლეც ვერ შემოდის”, – აცხადებს “ანტიკორუფციული მოძრაობის” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

კომენტარები