მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი დასტურია, რომ ხელისუფლება მზადაა, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას”

“ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი დასტურია, რომ ხელისუფლება მზადაა, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას”

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, გარდა სიძულვილის ენისა, არის პირდაპირი დასტური, რომ ხელისუფლება მზად არის საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ მოსახლეობას.

პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი “დაიჩაგრება”.

კონტროლი აქვს დაკარგული ეს გასაგებია, მაგრამ ის რაც დღეს თქვა არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი”, – წერს ხატია დეკანოიძე.

ღარიბაშვილი მეორე დღეა, რეგიონებში ოპოზიციურ კანდიდატებს ლანძღავს, ემუქრება და ამბობს, რომ ოპოზიციამ რომც გაიმარჯვოს, “ნაბიჯს ვერ გადადგამს”, რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.

კომენტარები