მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს, შიოდა და ვერ ჭამდა” – რას ჰყვებიან გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები

“საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს, შიოდა და ვერ ჭამდა” – რას ჰყვებიან გლანდების ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები

სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაცვლილი 23 წლის ლანა დარჯანიას ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ექიმების რეკომენდაციებს იცავდა, მაგრამ გართულებები მაინც განვითარდა.

“რომ წაიყვანეს გუშინწინ და მიიყვანეს და გადასხმა გაუკეთა ექიმმა და არაფერი არ სჭირსო და გამოუშვა, ღებინების შეგრძნება ჰქონდა ბავშვს, იმას ყურადღება არ ჭირდებოდა? ახლა როგორ ამბობენ, იმას, რომ… საკვები საერთოდ არ მიუღია ბავშვს. შიოდა ბავშვს და ვერ ჭამდა.

ხუთშაბათს დააწვინეს, გამოგვატანეს პარასკევს, გაუკეთეს გადასხმა. საავადმყოფოში გადასხმა უნდა და მეტი არაფერი არ უნდაო. საჭმელი ვერ ჭამა, რაც ჭამა სულ ყველა დააბრუნა. კაია სისხლი რომ არ წამოუვიდეო და მეორე დღეს წამოუვიდა”, – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

კლინიკა “გიდის” ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰოლია და მედიკოსების ბრალეულობა გამორიცხულია.

23 წლის ლანა დარჯანიამ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა და უკვე სახლში იმყოფებოდა, როდესაც სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

კომენტარები