მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ყაზახეთის მოქალაქეების ნაწილი დღეს ქუთაისიდან ნურ-სულთანში დაბრუნებას შეძლებს

ყაზახეთის მოქალაქეების ნაწილი დღეს ქუთაისიდან ნურ-სულთანში დაბრუნებას შეძლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით მგზავრების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ქალაქ ნურ-სულთანიდან თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში უკვე დაეშვა. აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნებას საქართველოს სამი მოქალაქე შეძლებს.

როგორც აეროპორტში აცხადებენ, ჯერჯერობით ქალაქების ატირაუს და აქტაუს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

“ვინც იყვნენ ამ რეისზე რეგისტრირებული, ხდება იმ მგზავრების დარეგისტრირება. დარჩენილ ადგილებზე პრიორიტეტი ექნებათ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, იქნება ამ რეისზე აყვანილი დანარჩენი გადადებული რეისების მგზავრებიც. ატირაოსა და აქტაუს შესახებ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.

ორი დღეა, ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით რეისები არ შესრულებულა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში დაბრუნებას 150-მდე მოქალაქე ცდილობს.

კომენტარები