მთავარიახალი ამბებისლაიდი

ყაზახეთის მოქალაქეებმა ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა ვერ შეძლეს

ყაზახეთის მოქალაქეებმა ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა ვერ შეძლეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთიდან რეისი არ შესრულდა. შესაბამისად ვერც ქუთაისიდან მოხდა ატირაუს მიმართულებით გაფრენა.

ყაზახი მგზავრები, რომლებიც აეროპორტის ტერმინალში რამდენიმე საათი რეგისტრაციის გავლას ელოდებოდნენ, უკან გაბრუნდნენ.

მგზავრები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მომხდარი შეტაკებების გამო, მათ არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

კომენტარები