მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი.

ბერძნული მედიის ინფოტმაციით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, “ობობა” 26 ივნისს დააკავეს. ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, “ობობას” მონაწილეობით ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 საქმე.

მის ფოტოსურათებს საბერძნეთის პროკურატურას აქვეყნებს.

კომენტარები