მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასმამ”

“ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასმამ”

თეოლოგი კონსტატინე ქათამაძე აცხადებს, რომ ეპისკოპოს მელქისედეკს 2014 წლიდან ეპარქიაში არაერთი დარღვევა აქვს, თუმცა ყველაფერი “სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასმამ” გადაჩრდილა.

“2014 წლიდან, როდესაც ეპისკოპოსი მელქისედეკი მოევლინა ჩვენს ეპარქიას, უამრავი დარღვევების შედეგად, მრევლმა არაერთი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. საკითხები ეხებოდა უმძიმეს ლიტურგიულ დარღვევას, სხვადასხვა ფინანსურ მძიმე კითხვებს, რომელზეც პასუხი დღემდე გაუცემელია. ეპარქიის ქონების განიავების საკითხს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასმამ“, – განაცხადა ქათამაძემ.
უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.

კომენტარები