მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველა გავერთიანდებით და ხელისუფლებას ნაგავსაყრელის მოწყობის უფლებას არ მივცემთ“

“ყველა გავერთიანდებით და ხელისუფლებას ნაგავსაყრელის მოწყობის უფლებას არ მივცემთ“

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის მოსახლეობა სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.

ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და როგორც აღნიშნეს, არ დაუშვებენ, რომ ხელისუფლებამ ეს ჩანაფიქრი განახორციელოს.

“16 მუნიციპალიტეტის 400-მდე სოფლის ნაგავსაყრელის მოწყობა უნდათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ამას არანაირად არ დავუშვებთ. განადგურდება საძოვრები და სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება. დღეს ორასი კაცი ვართ, ხვალ ათასი ვიქნებით, ზეგ კი უფრო მეტი, ყველა გავერთიანდებით, რათა ხელისუფლებას ნაგავსაყრელის მოწყობის უფლება არ მივცეთ“, – აცხადებს აქციის მონაწილე მანანა დოლიძე.

კომენტარები