ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არასრულწლოვან მიშო ნიკურაძე ავტომობილის დაჯახებიდან 3 დღე კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“საოცარი ბავშვი იყო, იშვიათად რომ იბადებიან ისეთი ადამიანი იყო. ყველა შოკში ვართ, უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები