მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველა შოკში ვართ”- ვანში 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

“ყველა შოკში ვართ”- ვანში 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არასრულწლოვან მიშო ნიკურაძე ავტომობილის დაჯახებიდან 3 დღე კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“საოცარი ბავშვი იყო, იშვიათად რომ იბადებიან ისეთი ადამიანი იყო. ყველა შოკში ვართ, უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები