მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი საერო პირები აღკვეცეს სასწრაფოდ, სანამ აქ იქნებიან, წირვა არ ჩატარდება”

“შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი საერო პირები აღკვეცეს სასწრაფოდ, სანამ აქ იქნებიან, წირვა არ ჩატარდება”

უბისის მცხოვრებლები საპატრიარქოში კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, წმინდა გიორგი მონასტერში ორი საეჭვო რეპუტაციის მქონე ბერის საკითხს შეისწავლის.

“ჩვენი მოთხოვნა ყველასი, სოფელია თუ ქალაქი, არის, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირები, წავიდნენ ეკლესიიდან. მეუფე მელქისედეკს უკვე მესამე კვირაა, მივმართავთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის მაგის მხრიდან, სანამ ესენი აქ იქნებიან, წირვა არ ჩატარდება.
ესენი, ვინც მოვიდნენ, არიან ნაჩქარევი წესით აღკვეცილი ბერები, საეჭვო რეპუტაციის მქონე პირები“, – აცხადებს უბისას მცხოვრები ხათუნა სებისკვერაძე.

“ჩამოიყვანა მეუფე მელქისედეკმა რამდენიმე ხნის წინ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი საერო პირები, რომლებიც აღიკვეცნენ სასწრაფო წესით. მოვითხოვთ, ამ ყველაფრის გამო, შედგეს სასწრაფოდ საპატრიარქოს კომისია, განიხილოს და გახდეს საჯარო. საპატრიარქოში წერილი გაგზავნილია, ველოდებით პასუხს“, – აცხადებს ადგილობრივი ეკატერინე ჩიტორელიძე.

უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.

კომენტარები