მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შაქარი აღარ არის” – ცარიელი დახლები ქუთაისის მაღაზიებში (Video)

“შაქარი აღარ არის” – ცარიელი დახლები ქუთაისის მაღაზიებში (Video)

მეორე დღეა, ქუთაისელებს შაქრის ყიდვა უჭირთ – მაღაზიების დიდ ნაწილში აღნიშნული პროდუქტი დახლებზე უკვე აღარ არის.

ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ქუთაისში შაქარი უკვე დეფიციტია, მეორე ნაწილის თქმით კი, უკრაინის მიერ რიგი პროდუქტების, მათ შორის შაქრის ექსპორტის შეჩერების გამო მაღაზიების მეპატრონეები მას არ აჩენენ და რამდენიმე დღეში გაორმაგებულ ფასებში გაყიდიან.

შაქრის პრობლემა ქუთაისში გუშინ გაჩნდა, სასურსათო მაღაზიების დიდ ნაწილში პროდუქტი უკვე აღარ იყიდებოდა, იქ, სადაც ჯერ კიდევ იყო, მომხმარებელს ლიმიტი დაუწესეს და 5 კგ-ზე მეტს ვერ შეიძენდნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო უკრაინამ რამდენიმე საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა.

დროებითი აკრძალვა შეეხება შემდეგ პროდუქტებს: ჭვავი, შვრია, წიწიბურა, ფეტვი, ხორცი, შაქარი და საკვები მარილი.

რიგი პროდუქტების – ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთის, ფრინველის ხორცის და კვერცხის ექსპორტისთვის საჭიროა უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა.

ფოტო: ვახო აბაშიშვილი

კომენტარები