მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“შეჩერდეს “ოქროს ჩარდახში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები”- ათეულობით მოქალაქე მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

“შეჩერდეს “ოქროს ჩარდახში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები”- ათეულობით მოქალაქე მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს

ათეულობით ადამიანი ქუთაისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს, “ოქროს ჩარდახში” მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერდეს, ვიდრე ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არ დაზუსტდება.  

ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის “ოქროს ჩარდახის” რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტმა პროფესიულ წრეებსა და საზოგადოების დიდ ნაწილში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა. პროექტთან დაკავშირებით არსებობს არაერთი საკამათო საკითხი.

ქუთაისში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ და საინიციატივო ჯგუფის “ოქროს ჩარდახის” სახელით 15 მაისს წერილობით მიმართეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ხახალეიშვილს და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას.

პროექტი, რომლის მიხედვითაც უკვე მიმდინარეობს “ოქროს ჩარდახის” სარეაბილიტაციო სამუშაოები, არ ითვალისწინებს ნაგებობის ჩვენამდე ყველაზე ავთენტური ფორმით მოღწეული პირველი სართულის რიყის ქვით ნაგები კედლებისა და თაღოვანი კონსტრუქციების პირვანდელი სახით შენარჩუნებას. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, არის გარკვეული შეუსაბამობა და კონფლიქტი „ოქროს ჩარდახის“  არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილს შორის.  ამ და პროექტთან დაკავშირებულ სხვა კითხვებთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფმა თავის წერილში  2 ძირითად მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება:

1. შეჩერდეს “ოქროს ჩარდახში” მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მანამ, სანამ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არ დაზუსტდება და არ გადაწყდება “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის გამართული მეთოდიკა.

2. დაიგეგმოს გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაღალი ჩართულობით სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საინიციატივო ჯგუფის წევრები, დარგის სპეციალისტები, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც თან ახლავს 87 მოქალაქის ხელმოწერა:

 

  1. ნუგეშა გაგნიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი
  2. ნატო იმედაშვილი  – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
  3. ირინე შიშინაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
  4. ირაკლი ცხვედიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი
  5. რუსუდან მიქაუტაძე – ისტორიის აკადემიური დოქტორი; აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ისტორიის და  არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; კულტუროლოგი
  6. ზვიად ცხვედიანი – ასოც. პროფ. აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი, აწსუ
  7. სოფო ზვიადაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  8. ფოკი ფაჩულია – იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი
  9. დეა მანაგაძე – ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი
  10. მაკა კაჭკაჭიშვილი – მასწავლებელი, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”
  11. თაკო ავალიანი –  დიზაინერი
  12. თეონა რუხაძე – ეთნომუსიკოლოგი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
  13. ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”
  14. ქრისტინე მაღლაკელიძე – ბიზნეს კონსულტანტი
  15. ანა შალიკიანი – მასწავლებელი, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესი”
  16. ზაალ კუხიანიძე – მოქალაქე
  17. ანა მიქაუტაძე – მენჯერი, Policy and Management Consulting Group  PMCG
  18. გიგი მიქაუტაძე –  სტუდენტი, აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  19. ელენე ასათიანი – რეჟისორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  20. შორენა ლაღაძე – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  21. ეკა არველაძე – სამოქალაქო აქტივისტი
  22. სალომე ჭეიშვილი – ისტორიკოსი
  23. ეკა ბარაბაძე – ბიბლიოთეკათმცოდნე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა
  24. მელანო კობახიძე – ფილოლოგი, გამომცემლობა “ინტელექტი”
  25.  ხვიჩა ვაშაყმაძე – ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
  26. მადლენ გიორგაძე – ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი, ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
  27. მარი ჩიტაიშვილი – მასწავლებელი
  28.  სოფო საკანდელიძე – მასწავლებელი, “წიგნების თაობა”
  29. მიხეილ მუმლაძე – მასწავლებელი, “წიგნების თაობა”, სამოქალაქო აქტივისტი
  30.  ეკა ფხაკაძე – ჟურნალისტი, ტვ. “ფორმულა”
  31. გრიგოლ ხაჭაპურიძე – გრაფიკოს-დიზაინერი
  32. დათო დოლაბერიძე – სტუდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  33. ომარ გორდეზიანი – სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  34. სოფიო ასათიანი – იურისტი, საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი
  35. ლილე მაღლაფერიძე – მოქალაქე
  36. ლელა მოწონელიძე – იურისტი
  37. სოფიკო ყანჩაველი – ჟურნალისტი
  38. მარიამ არჩვაძე – სამოქალაქო აქტივისტი
  39. მერაბ გოგონაძე – მოქალაქე
  40. ნიკოლოზი დეისაძე – სამოქალაქო აქტივისტი
  41. ლილე ყაზაიშვილი – ფსიქოლოგი, ორგანიზაცია “ღია სახლი”
  42. მათე ჩაფიჩაძე – იურისტი, ქუთაისის დემოკრატიის სკოლა
  43. სალომე არველაძე – სტუდენტი
  44. მაია ტიკარაძე -მოქალაქე
  45. ფერიდე ლორია – სპეც. მასწავლებელი
  46. ანა ტურაბელიძე – იურისტი
  47. გვანცა დაშნიანი – სამოქალაქო აქტივისტი
  48. თეონა გოგლიჩაძე – იურისტი
  49. ნინო კილაძე – ფსიქოლოგი, ორგანიზაცია “ღია სახლი”
  50. ნოდარ მელაძე – მსახიობი
  51. ნანა ჯანაძე – სამოქალაქო აქტივისტი
  52. გოჩა უგლავა – მეწარმე
  53. ირაკლი ვაჩიბერაძე – ჟურნალისტი, “ინფო იმერეთი”
  54. ივლიტა გოგუა – ჟურნალისტი
  55. ანა ჭედია – რესტავრატორი
  56. მაია ქებულაძე – ძველნაბეჭდ წიგნთა ფონდის მცველი-მკვლევარი, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
  57. ინგა ივანეიშვილი – პროექტის მენეჯერი, ქუთაისის ამერიკული კუთხე
  58. ია ასათიანი – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  59. მარიამ კაჭკაჭაშვილი – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  60. თამუნა ქიმაძე – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  61. ნანუკა ბრეგაძე – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  62. აიდან იუსიფი – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  63. ნათია მიხელიძე – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  64. რობინზონ ზარიძე – ჟურნალისტი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  65. მანანა ღოღობერიძე – რედაქტორი, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  66. ნინო ბაქრაძე – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ის დამფუძნებელი
  67. ნინო გაგუა – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ის დამფუძნებელი
  68. ჟანა ერიქაშვილი – ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი
  69. თინათინ კობახიძე –  სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრ ,,საკურა”- ს დირექტორი
  70. ანა გაბუნია – მთარგმნელი, ფრილანსერი
  71. გიორგი გველესიანი – სამოქალაქო აქტივისტი
  72. გვანცა ქასრაშვილი – მოქალაქე
  73. სოფიო ბასილაძე – მოქალაქე
  74. ანო სურმავა – მოქალაქე
  75. ერეკლე ანანიძე – მოქალაქე
  76. მირანდა გორდეზიანი – მოქალაქე
  77. სალომე ბენიძე – მოქალაქე
  78. ანანო ტაბაღუა – მოქალაქე
  79. ანა მაჭავარიანი – მოქალაქე
  80. შალვა ბარათაშვილი – მოქალაქე
  81. ზაური ხურციძე – მოქალაქე
  82. მარიამ ქარჩხაძე – არქიტექტორი
  83. რეზი გვარამაძე – არქიტექტორი
  84. ილია ტაბაღუა – მოქალაქე
  85. მამუკა აშვეთია – იურისტი
  86. ნინო ჟღენტი –   ქუთაისი  „ინერ-ჯორჯია – წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“
  87. ინეზა შენგელია – ინჟინერი, საინფორმაციო ტექნოლოგის სპეციალისტი

მიმართვაზე ხელმოწერით შეერთება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1i6x34aJG1CrQkQUY_URMnePCYbzowD1Mh1Y9JZD9vWU/prefill

კომენტარები