მთავარიახალი ამბებისხვადასხვა

“შთაგონებამ და სიყვარულმა დაასრულა მოგზაურობა ამ სამყაროში” – ფეხბურთის მეფე გარდაიცვალა

“შთაგონებამ და სიყვარულმა დაასრულა მოგზაურობა ამ სამყაროში” – ფეხბურთის მეფე გარდაიცვალა

სან პაულოს საავადმყოფოში 82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ – პელე გარდაიცვალა.

ბრაზილიელი ლეგენდა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.

“შთაგონებამ და სიყვარულმა დაასრულა მოგზაურობა ამ სამყაროში, მეფე პელე მშვიდად აღესრულა. მოგზაურობისას ედსონმა ყველა მოხიბლა თავის ბრწყინვალებით სპორტში, შეაჩერა ომი, შეასრულა სოციალური სამუშაო მთელ მსოფლიოში და დატოვა ის რისიც ყველაზე მეტად სჯეროდა, რომ ყველა პრობლემის წამალი ერთია – სიყვარული.

შენი ცხოვრება მაგალითია მომავალი თაობისთვის. გიყვარდეთ, გიყვარდეთ, გიყვარდეთ სამუდამოდ”, – წერია პელეს ოფიციალურ გვერდზე.

პელემ ახალგაზრდული საფეხბურთო კარიერა მშობლიური ქვეყნის კლუბ Bauru-ში დაიწყო. ამის შემდეგ კი 1956-1974 წლებში Santos-ის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურითაც 636 მატჩი ითამაშა და 618 გოლის გატანა შეძლო. პელეს საფეხბურთო კარიერის მომდევნო ეტაპი New York Cosmos-ს უკავშირდება. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ამ კლუბის ღირსება 64 შეხვედრაში დაიცვა და მისი მაისურით 37 გოლი გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრებში პელე 1957-1971 წლებში თამაშობდა. სანაკრებო კარიერაში მის ანგარიშზე 92 მატჩში 77 გოლია. აქვე გეტყვით, რომ პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის სამჯერ მოგება შეძლო – 1958, 1962 და 1970 წელს.

კომენტარები