მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“შიმშილობა მათი ნებაა” – გივი ჭიჭინაძე დეპუტატების შიმშილობის გამოცხადებაზე

“შიმშილობა მათი ნებაა” – გივი ჭიჭინაძე დეპუტატების შიმშილობის გამოცხადებაზე

“შიმშილობა მათი ნებაა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ შიმშილობის გამოცხადებას.

ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარის თქმით, ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა.

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან შიმშილობას დღეიდან სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი დაიწყებენ.

კომენტარები