მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შოვში “მთის დღეები” აღინიშნება

შოვში “მთის დღეები” აღინიშნება

მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, რაჭაში, შოვში “მთის დღეები” აღინიშნება.

სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით.

დღესვე ღვაწლმოსილ პიროვნებებს დააჯილდოვებენ, რომლებთაც სიმბოლურ საჩუქრებს პრემიერ-მინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებული გადასცემს.

კომენტარები