მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შსს-მ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა

შსს-მ აქციაზე 43 ადამიანი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული. მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

“აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

ამავე განცხადებაში უწყება ამტკიცებს რომ  “აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად” მათი 32 თანამშრომელი დაშავდა და ნაწილს მძიმე დაზიანებები აქვს.

კომენტარები