მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

შქმერის მოსახლეობა სოფელში მანგანუმის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვს

შქმერის მოსახლეობა სოფელში მანგანუმის მოპოვების შეწყვეტას მოითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ზემო რაჭის სოფელ შქმერის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ სოფელში მანგანუმის მოპოვება შეწყდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის, ზიანდება ეკოსისტემა.

შქმერის მოსახლეობა მოითხოვს შპს “ტექნოლოჯს” და შპს “ნორთს” ლიცენზია შეუჩერდეთ, ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს, ასევე შეაგროვეს ხელმოწერები, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, რომ მას არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდონ.

ზემო რაჭის სოფელში მანგანუმის მოპოვებას ორი კომპანია წელიწადზე მეტია, ახორციელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ადგილობრივებმა კომპანიებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ლიცენზია კვლავ ძალაშია.

კომენტარები