მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩემი ერთ-ერთი ქუთაისელი მეგობარი მეუბნებოდა, თოჯინების თეატრის თანამშრომლებიც კი წაიყვანესო”

“ჩემი ერთ-ერთი ქუთაისელი მეგობარი მეუბნებოდა, თოჯინების თეატრის თანამშრომლებიც კი წაიყვანესო”

ასე ძალით შეკრებილ აქციას არავითარი მუხტი არ აქვს, ეს არის სახელმწიფო აპარატის მობილიზება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი დიდი ნაწილი მათ არც აძლევს ხმას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ “მთავარის” ეთერში განაცხადა.

“მე ნამდვილად არ უარვყოფ იმას, რომ “ქართულ ოცნებას” ჰყავს მომხრეები. არიან ადამიანები, ვინც მათ მხარს უჭერენ, მაგრამ მათ შორის ქუთაისიდანაც უდიდესი ნაწილი ძალით წაიყვანეს. ჩემი ერთ-ერთი ქუთაისელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ თოჯინების თეატრის თანამშრომლებიც კი წაიყვანესო. არ ვიცი კიდევ – მეხანძრეები, მაშველები, ჯარი გამოიყვანეს სამოქალაქო ტანსაცმლით.

ყველა მუნიციპალიტეტის მერია და გუბერნია თავისუფალი იყო, ყველანი ჩასვეს მანქანებში და წაიყვანეს. ანუ, მე იმის თქმა მინდა, რომ ასე ძალით შეკრებილ აქციას არავითარი მუხტი არ აქვს. ეს არის სახელმწიფო აპარატის მობილიზება და დარწმუნებული ვარ, რომ მათი დიდი ნაწილი მათ არც აძლევს ხმას”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები