მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემი ქუთაისი” – infoimereti.ge-ს მორიგი ფოტოკონკურსი

“ჩემი ქუთაისი” – infoimereti.ge-ს მორიგი ფოტოკონკურსი

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge მორიგ ფოტოკონკურსს აცხადებს.

ფოტოკონკურსის თემა ქუთაისია.

კონკურსის პირობების თანახმად, ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ქუთაისთან.

ფოტო უნდა გამოგვიგზავნეთ საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, დააგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება და გახდით გამარჯვებული.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ზე მომზადდება სტატია და და ფართო საზოგადოებას ფოტოხელოვანის უკეთ და სხვა კუთხით გაცნობის საშუალება მიეცემა.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2022 წლის 29 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. გამარჯვებული კი 8 მაისს გამოვლინდება.

კომენტარები