მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით როგორ მიყვარხართ, გთხოვთ იაქტიურეთ”

“ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო, იცით როგორ მიყვარხართ, გთხოვთ იაქტიურეთ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელებს მიმართავს.

სააკაშვილის წერილს სოციალურ ქსელში ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ასაჯაროებს.

“ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო,

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა, რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი – შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი. გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.

გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.

სიყვარულით, მ. სააკაშვილი”, – აღნიშნულია წერილში.

8 წლის შემდე საქართველოში დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია და შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე და მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი მიიღებენ მონაწილეობას, 1 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები