მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემს თვალწინ ამოიღო პურის ნაჭერი”, – ქუთაისში მოხუცი საჭმელს ნაგვის ურნაში ეძებს

“ჩემს თვალწინ ამოიღო პურის ნაჭერი”, – ქუთაისში მოხუცი საჭმელს ნაგვის ურნაში ეძებს

“ჩემს თვალწინ ამოიღო პურის ნაჭერი”, – სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ წერეთლის ქუჩაზე ხანდაზმული ქალი ნაგვის ურნაში საჭმელს ეძებს.

სამოქალაქო აქტივისთვის თქმით, მოხუცი საზღვარგარეთ ვერ წავა, საქართველოში კი ღირსეული სიბერე არ აქვს.

“საქართველოს მთავრობავ, სადაა ადუღებული ეკონომიკა თქვენი უსისხლო დედა ვატირე. ქოცებო! თქვენგან განსხვავებით ამერიკაში ვერ წავა ეს ქალი და არჩევნებზეც არ ურბენია ხმების გამო, აწყობილ ქვეყანას, რომ გვპირდებოდით და ახლა ამერიკიდან გვეძახით არაფერი ეშველება მაგ ქვეყანასო”, – ამბობს მიშიკო მუმლაძე.

ქუთაისში ადამიანების თქმით, მძიმე სოციალური ფონია. გარდა დაუსაქმელები ადამიანებისა, ქალაქს უკვე დასაქმებულებიც ტოვებენ, ისინი ამბობენ, რომ უიმედობაა და მომავლის პერსპექტივის არ არსებობაა.

კომენტარები