მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს”

“ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს”

ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ, არ მგონია, ეს იყოს სწორი ფორმა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი და არა მედიის თანდასწრებით.

“ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამჟამად ამერიკის ელჩის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. რამე მტკიცებულებები თუ არის, საერთოდ, დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები