მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცდილობდა შემხებოდა, რამდენი გავხედე იმდენი ამოიოხრა”, – რა მოხდა ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

“ცდილობდა შემხებოდა, რამდენი გავხედე იმდენი ამოიოხრა”, – რა მოხდა ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

სავარაუდო სექსუალური შევიწროების მცდელობა ქუთაისში – ადგილობრივი იხსენებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა კაცი ცდილობდა, სხეულზე შეხებოდა.

“ბავშვთან ერთად გადავაადგილდებოდი პირველი ნომერი ავტობუსით და რადგან ორადგილიანი თავისუფალი არ იყო, დავსხედით უკან მე და ჩემი შვილი. ჩემს გვერდით ადგილი თავისუფალი იყო და კუთხეში 35 წლის ან მაქსიმუმ 40 წლამდე ნაგავი ადამიანი იჯდა, გადმოჯდა ჩემ გვერდით და ცდილობდა, შემხებოდა, რამდენი გავხედე, იმდენი ამოიოხრა შეიშმუშნა, მაგრამ ისევ აპარებდა ხელს.

რადგან გამოცდაზე მიმყავდა შვილი თავს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა, თუმცა ვეღარ მოვითმინე, ვუყვირე, გავლანძღე, სულ ნაგავი, ნაძირალა, არარაობა ვეძახე, ისიც კი ვუთხარი, რომ იმის ღირსი იყო, ფოტო გადამეღო და ყველასთვის მეჩვენებინა, რა ნაგავი დადის საზოგადოებაში და რომ მისი ადგილი ჩვენს გვერდით არ იყო.

ისიც ვუთხარი, რომ არა მე და ჩემ ადგილას ჩემი შვილი მჯდარიყო, ანალოგიურს გაუკეთებდა და უმწეო ბავშვს შეაშინებდა. ხმა არ ამოიღო, ერთი სიტყვაც არ გამცა, მე კიდე შვილს მოვერიდე, გამოცდის წინ დიდი სტრესი არ მიიღოსთქო, თორე ზედ წიხლებით შევდგებოდი და ისე ჩავაგდებდი ტრანსპორტიდან, თუმცა ეს რისთვის მოგიყევით – ამ ტრანსპორტში საკმაოდ ბევრი ადამიანი იჯდა, ახალგაზრდა ბიჭები, გოგოები, ქალები, რომლებმაც რამოდენიმეჯერ გამომხედეს და აქ დაასრულეს ყველაფერი, უბრალოდ გამომხედეს. აი, იქ ვიგრძენი, სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო, მე არ მეხება და არ ჩავერევიო და რომელი მათგანია დაზღვეული? ვინ იცის მათ შვილს, მათ შვილიშვილს, დას ან დიშვილს არ შეემთხვევა ანალოგიური. ვინ მისცათ ამის გარანტია?! მე ასე თუ ისე, ამოვიღე ხმა და რაღაც დოზით გავეცი პასუხი, უკმაყოფილო ნამდვილად არ დავრჩი ჩემი თავით, გადავხედე იმ საზოგადოებას, ვინც იქ იჯდა და ამაყად თავაწეული ჩამოვედი ძირს”, – წერს ჯგუფ “სიახლე ქუთაისში” მომხმარებელი.

კომენტარები