მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ცხოვრება ნარჩენებთან ერთად”- ქუთაისში დასუფთავების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებენ

“ცხოვრება ნარჩენებთან ერთად”- ქუთაისში დასუფთავების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებენ

ქუთაისში პერიფერიული ქუჩები დაბინძურებულია.

ეკალ-ბარდები, სარეველა ბალახები და ნარჩენები, ე.წ. გარეუბნებში არსებული ყოველდღიური ვითარებაა.

მოსახლეობის თქმით, დასუფთავების სამსახური მხოლოდ ე.წ. გზის პირზე არსებულ ქუჩებს ასუფთავებს.

ადგილობრივები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ პერიფერიული ქუჩებიც ქუთაისია.

ფოტოებს, რომელიც ნიკეასა და კუპრაძის ქუჩაზეა გადაღებული, ჟურნალისტი დეა მანაგაძე ავრცელებს.

კომენტარები