მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძალადობის მსხვერპლთა დაცვის“ საერთაშორისო ცენტრი და “ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი“ თანამშრომლობას იწყებენ

“ძალადობის მსხვერპლთა დაცვის“ საერთაშორისო ცენტრი და “ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი“ თანამშრომლობას იწყებენ

“ძალადობის მსხვერპლთა დაცვის“ საერთაშორისო ცენტრის მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაციების რიცხვი იზრდება. ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამჯერად შპს „ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრთან“ გააფორმა.

დოკუმენტს ხელი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა – სალომე გვენეტაძემ და მერაბ კვიცარიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ერთობლივი ძალებით სოციალური და საქველმოქმედო აქციების განხორციელებას და სხვადასხვა ყოფითი პრობლემის მქონე მოქალაქეების დახმარებას ისახავს მიზნად.

„მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა დავიწყეთ შპს „ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრთან“ და მის ხელმძღვანელთან, ყველასთვის საყვარელ და ქველმოქმედ პიროვნებასთან, ბატონ მერაბ კვიცარიძესთან. საზოგადოებას ბევრი სმენია ბატონი მერაბის მიერ უშურველად და მთელი გულით ნაკეთები სიკეთეების შესახებ. მისი და მისი კლინიკის ჩართულობითა და ხელმძღვანელობით, არაერთი საქველმოქმედო და უფასო კვლევების აქცია გამართულა საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ ადამიანებისათვის დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა. ბატონი მერაბი და მისი ექიმების პროფესიონალთა გუნდი სრულიად უსასყიდლოდ, აქტიურად უწევს დახმარებას საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი მერაბის წარმატებული საქმიანობა ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარობის პერიოდში. მისი ყოველდღიური, 24-საათიანი უწყვეტი კომუნიკაცია ამომრჩევლებთან, მისი ორგანიზებით განხორციელებული უფასო პურის თუ ტრანსპორტის აქციები.

საზოგადოებამ კარგად იცის ის ფაქტი, რომ ბატონი მერაბის პატრონაჟითა დადაფინანსებით, 172-მა ახალგაზრდამ თურქეთის რესპუბლიკაში 7 ვიზიტი და აქტივობა განახორციელა, ხოლო 394-მა ოჯახმა უფასოდ მიიღო სასურსათო ნობათები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებული და მის დადებით ეფექტს აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი ბენეფიციარები“,- აცხადებს „ძალადობის მსხვერპლთა დაცვის“ საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სალომე გვენეტაძე.

 

კომენტარები