მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძალიან სიძვირეა, ცალობით ყიდულობენ კარტოფილს” – გაზრდილი ფასები და ცარიელი ბაზრები ქუთაისში

“ძალიან სიძვირეა, ცალობით ყიდულობენ კარტოფილს” – გაზრდილი ფასები და ცარიელი ბაზრები ქუთაისში

გაზრდილი ფასები და მინიმუმამდე შემცირებული მყიდველი – ასეთი ვითარებაა ქუთაისის ბაზრებში. იმერეთში მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო გაუარესდა, ადამიანების გაჭირვება პირდაპირ აისახა აგრარულ ბაზრებზე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებელი გაჭირვების გამო ბაზარში ვეღარ შედის, იშვიათად შესული მყიდველი კი, ხილსა და ბოსტნეულს ცალობით ყიდულობს.

“ძალიან სიძვირეა, 25 წელია, ბაზარში ვმუშაობ და ცალობით კარტოფილი ეყიდოს მყიდველს მე ეს არ მინახავს. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ხურდებს იღებენ ჯიბიდან და ისე ყიდულობენ კარტოფილს”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

ექსპერტი ვარაუდობენ, რომ ზამთარის დადგომის შემდეგ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარები