მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ძებნილი ქართველი ნეაპოლში დააკავეს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა

ძებნილი ქართველი ნეაპოლში დააკავეს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა

ნეაპოლში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს, რომელიც იტალიაში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მატჩზე დასასწრებად ჩავიდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული საბერძნეთის ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა.

მისივე ცნობით, ის ფეხბურთელის იმ ქართველ მხარდამჭერებს შორის იყო, რომლებიც ქალაქში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი-ლაციოს მატჩზე დასასწრებად ქალაქში ჩავიდნენ.

38 წლის ქართველ მამაკაცს საბერძნეთში მკვლელობის მცდელობისთვის თავისუფლების 10 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.

კომენტარები