მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ძვირად შესანახი უცნობი გუბერნატორი – რა უჯდება ხალხს მხარის პირველი პირის ხელფასი?

ძვირად შესანახი უცნობი გუბერნატორი – რა უჯდება ხალხს მხარის პირველი პირის ხელფასი?

ქუთაისში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობამ არ იცის ვინ არის იმერეთის გუბერნატორი.

ადგილობრივების ნაწილი გუბერნატორის სახელსა და გვარს ვერ იხსენებს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მის შესახებ არც არასოდეს სმენია.

“არ ვიცი ვინ არის. რამე გააკეთა, გახსნა და მე გამომრჩა?! აბა რატომ უნდა ვიცოდე. ან აკეთებს და მის გაკეთებული საქმე ადამიანებამდე ვერ მიაქვთ”, – აცხადებენ ქუთაისში.

2018 წლიდან იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა. მანამდე მხარის პირველი პირის შრომის ანაზღაურება 2950 ლარი იყო, 2018 წლის თებერვლიდან კი 5900 ლარი გახდა. ასევე გაიზარდა მხარის გუბერნატორის მოადგილეების ხელფასებიც.

რაც შეეხება ზოგადად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ხელფასებში, საწვავსაც და სარესტორნო ხარჯებში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯება.

ზვიად შალამბერიძემ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა 2019 წლის ივლისიდან დაიკავა, მანამდე კი ის გუბერნატორის მოადგილე იყო.

კომენტარები