მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსი იქნება.

17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შეედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.

 

კომენტარები