მთავარიახალი ამბებიიმერეთი

წვიმა მსახიობებს ასველებს – ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლის მიმდინარეობისას წყალი ჩავიდა

წვიმა მსახიობებს ასველებს – ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლის მიმდინარეობისას წყალი ჩავიდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის მიმდინარეობისას სცენაზე წყალი ჩამოვიდა.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისის თეატრი, ყაზახეთის დასს და სპექტაკლს “ხანუმას” მასპინძლობს, წარმოდგენის მიმდინარეობისას კი წვიმის წვეთები მსახიობებს ასველებდა.

ლადო მესხიშვილის თეატრში არსებულ მძიმე ინფასტრუქტურულ მდგომარეობაზე დასი დიდი ხანია, საუბრობს. კულტურის მინისტრი კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მსახიობებთან და ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან შესახვედრად ჩამოვიდა, მესხიშვილის თეატრის კართან მისული უკან გაბრუნდა, რადგან პერიმეტრზე მედიის წარმომადგენლები დაინახა.

კომენტარები