მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს “ოცნების” წევრებმა და საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს

“წინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს “ოცნების” წევრებმა და საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს

ქუთაისის ქუჩებში მოძრაობა “წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” წარმომადგენლებს პარტია “ქართული ოცნების” წევრები და საჯარო მოხელეები ხვდებოდნენ და სამოქალაქო აქტივისტებს კამპანიის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.

“თქვენ ხართ ომის პარტია, რადიკალები და “ნაციონალები”, – ამ ფრაზებით მიმართავდნენ თბილისიდან ჩამოსულ სტუდენტებსა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს სახელისუფლებო პარტიის გულშემატკივრები.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “ოცნების” “ტიტუშკები” მათ მოსახლეობასთან საუბრის საშუალებას არ აძლევს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, საინფორმაციო კამპანიის დროს საჯარო მოხელეები ოპოზიციონერ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები