მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოს #58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

წყალტუბოს #58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

წყალტუბოს #58-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გიორგი ნიჟარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ პოსტის დატოვებას ზეწოლას უკავშირებენ ოპოზიციაში.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის განცხადებით, ნიჟარაძეს მეორე ტურის გაყალბება მოსთხოვეს, რის გამოც მან უფლებამოსილება შეიჩერა.

ზეწოლას უარყოფს თავად გიორგი ნიჟარაძე და აცხადებს, რომ პოსტის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.

საოლქო კომისიაში კი განმარტავენ, რომ ნიჟარაძე საოლქოში რჩება და ის თავმჯდომარის მოადგილედ იმუშავებს.

კომენტარები