წყალტუბოში, სანატორიუმ “საქართველოს” ყოფილ შენობასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ახალგაზრდები ბიძაშვილები არიან.
ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ისინი მოსახელეები იყვნენ – გარდაცვლილები არიან 29 წლის გიორგი ედიბერიძე და 27 წლის გიორგი ედიბერიძე.
ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
კომენტარები