მთავარიახალი ამბებისლაიდი

წყალტუბოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

წყალტუბოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 33 წლის მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ოფშკვითში ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა.

სავარაუდიდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

მოკლული და ბრალდებული მეგობრები იყვნენ.

მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

კომენტარები