მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ჭიათურაში მაღაროები სამი თვით დახურეს

ჭიათურაში მაღაროები სამი თვით დახურეს

ჭიათურაში მაღაროები დროებით დახურეს, რასაც დასაქმებულების უკმაყოფილება მოჰყვა.

მაღაროელების თქმით, სამუშაო პროცესის შეჩერების გამო სამი თვის განმავლობაში ხელფასის მხოლოდ 60% დაერიცხებათ, მათ კი საბანკო ვალდებულებები აქვთ. დასაქმებულები საბანკო სესხების გადავადებას ითხოვენ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ადგილობრივების თქმით, მაღაროების გაჩერება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

ჯორჯიან მანგანეზის“ განმარტებით, წარმოების შემცირების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკო მანგანუმის ფასის მკვეთრად ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა.

კომენტარები