მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა

ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე იუბილარია.

გამოჩენილი მეცნიერი, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი 101 წლის გახდა.

უხუცესი ქალბატონი 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში დაიბადა.

ელენე აბაშიძე ავტორია 540 სამეცნიერო ნაშრომის და 13200 ექსპერიმენტისა. მან შეისწავლა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმი;

აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ელენე აბაშიძეს 1998 და 2003 წლებში „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა; იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში.

კომენტარები