მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ჭიათურის მერიამ 50 000 ლარი დახარჯა საყრდენი კედლის რემონტში, რომელსაც უკვე რეაბილიტაცია სჭირდება”

“ჭიათურის მერიამ 50 000 ლარი დახარჯა საყრდენი კედლის რემონტში, რომელსაც უკვე რეაბილიტაცია სჭირდება”

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურაში, აკაკი წერეთლის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საყრდენი კედელის მოწყობისთვის 2019 წელს მერიამ ბიუჯეტიდან 50,400 ლარი დახარჯა.

კერძოდ, 45,000 ლარი უშუალოდ კედლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, ხოლო 5,400 ლარი შემდგომში ამ კედლის მოსახატად.

“აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშოები მაშინვე გარკვეული ხარვეზებით ხასიათდებოდა. კერძოდ კედლიდან ბათქაში და სხვა ნაწილები ცვიოდა, რის შემდეგაც ჭიათურის მერიამ ამ კედლის მოხატვა გადაწყვიტა, რათა აღნიშნული ხარვეზები დაემალათ.

2019 წელს კედლის სამუშაოები შეასრულა ინდ. მეწარმე სულხან მიქაცაძემ, რომელიც იმ დროისთვის მოვალეთა რეესტრში ფიქსირდებოდა, ხოლო მის კომპანია შპს “ნიკუშა-1974”-ს უფიქსირდებოდა ყადაღა. ასევე, მის სრულ ქონებას ჰქონდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მიუხედავად ამისა, მერიამ ხელშკრულება გააფორმა.

2022 წლის აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერში შპს “გზა 2022″-მა გაიმარჯვა, რომელსაც სამუშაოს შესასრულებლად ბიუჯეტიდამ 14,000 ლარი ჩაერიცხება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია 2022 წლის მარტში დაარსდა, ჭიათურის მაცხოვრებლის მზია მამისეიშვილის მიერ. კომპანიის დირექტორია ნოდარ მუმლაძე. კომპანიამ დაარსების დღიდან დღემდე 116,200 ლარის ღირებულების 6 ტენდერი მოიგო, რომელთაგან ყველა ჭიათურაში სხვადასხვა ლოკაციაზე საყრდენი კედლების მოწყობას შეეხებოდა. აგრეთვე, ჭიათურის მერიამ მასთან 34,150 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გააფორმა მინი სტადიონებისა და სკვერის მოსაწყობად.

ჭიათურის მერიამ ბოლო 3 წელში უკვე 64,500 ლარი დახარჯა ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად. თანხის ხელმეორედ დახარჯვის მიზეზი გახდა ის, რომ ინდმეწარმემ თავის დროზე სამუშო უხარისხოდ შეასრულა. ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც ეჭვს აღძრავს, რადგან 7 თვის წინ არის დაარსებული. ამ უკანასკნელს წარსულში მსგავსი სამუშოების გამოცდილება არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიამ ტენდერებისა და გამარტივებული შსყიდვების გზით დაარსებიდან დღემდე ჭიათურის ბიუჯეტიდან უკვე 150,400 ლარი მიიღო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები