მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 3 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 3 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 3 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ არის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

უხვი ნალექია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რის გამოც მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

იმერეთში რამდენიმე დღეა, უამინდობაა, რამაც რიგ მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

კომენტარები