მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა, რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი”

“ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა, რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი”

ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში მისი 72 წლის ბიძა ბადრი ლოლაძე დააკავეს.

“დღეს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში დააკავეს ჩემი 72 წლის ბიძა ბადრი ლოლაძე, რომელიც არის მარტოხელა, ავადმყოფი, სოციალურად დაუცველი, სახლი აქვს ნახევრად დანგრეული მიწისძვრისგან. ამიტომ ჩემი და პატრონობს და ზამთრობით თავის სახლში აცხოვრებს თბილისში.

რამდენიმე კვირაა, რაც დათბა და სოფელში წავიდა სიმინდის და ლობიოს მოსაყვანად. ასე ცხოვრობს წლებია. დღეს დილით პატრულის ორი ეკიპაჟი დაადგა სახლში. დაბზარულ კედლებს შორის ძველი, დაჟანგული ლიმონკა იდოო და განყოფილებაში გადაიყვანეს და 72 წლის კაცი იზოლატორში გამოკეტეს. რომ ეთქვა, მამაჩემის იყო ეგ ლიმონკა არ დავაკავებდითო. მაგრამ უარყოფს ჩემი არ არისო.

ახლა ვზივარ და თავს ვიტეხ, რატომ შეიძლებოდა დაეკავებინათ 72 წლის კაცი და ჩემი თავის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ”, – წერს კვესიტაძე.

კომენტარები