მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულის ტყეში ხანძარია

ხარაგაულის ტყეში ხანძარია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითთან ტყეში ხანძარია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამხახურის ბრიგადები და მოხალისეები.

“მერიის სამსახურების წარმომადგენლები მოხალისეებად ვმუშაობთ და რაც შეგვიძლია, ვეხმარებით შესაბამის სამსახურს. ხანძარია იმ ტყეში, რომელიც სოფელს ეკვრის. ზუსტად არ შემიძლია თქმა, ტყის რა ფართობზეა ცეცხლი, რადგან ძლიერი კვამლია და თვალთახედვა ჭირს“, – აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი.

წყარო: chemikharagauli

კომენტარები