მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაულში სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი მამაკაცი მომხდარს იხსენებს

ხარაგაულში სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი მამაკაცი მომხდარს იხსენებს

ხარაგაულში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ირაკლი კიკნაძე იხსენებს, ის მამაკაცს, ვინც გასროლა განახორციელა, არ იცნობდა და სტუმრად ნაცნობმა მიიყვანა. მათ მალე შეურთდა გუჯა ბერაძე, ისინი ციხის შესახებ საუბრობდნენ, მალევე ნ.თ-ძემ გასროლა განახორციელა ჯერ ირაკლი კიკნაძის, შემდეგ გუჯა ბერიძის მისამართით, რის შემდეგაც თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს და ქირურგიული დამუშავება ჩუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაიჭრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

კომენტარები