ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კოალიციური გუნდი წარადგინა.
ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატები არიან: “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი;
იმედა კლდიაშვილი – “გირჩი – მეტი თავისუფლება”;
წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე, რომელიც მერობის კანდიდატის თქმით, ახალგაზრდობის მიმართულებას ჩაიბარებს.
კიდევ ერთი ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი თემურ ცამციშვილი.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, დასახელებული კანდიდატები გამორჩეულ წვლილს შეიტანენ ქუთაისის განვითარებაში.
კომენტარები