მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხატია დეკანოიძე – ვიქნები თითოეული ქუთაისელის ხმა და ვიმუშავებ თითოეულისთვის

ხატია დეკანოიძე – ვიქნები თითოეული ქუთაისელის ხმა და ვიმუშავებ თითოეულისთვის

ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეპატიჟები, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ფუნქცია, – ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კოალიციური კაბინეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ქუთაისში დაიწყება ცვლილებები.

“მაშ ასე, როგორი უნდა იყოს ქუთაისი ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ცვლილებები დაიწყება იმისათვის, რომ ჩვენ დავასრულოთ მართლაც დიდი გაჭირვება, სოციალური გაჭირვება, რაც აქვთ ადამიანებს, ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ვისაც თვალში სხივი აღარ აქვთ პერსპექტივის, მათ დაუბრუნდეთ ქვეყნის მომავლის რწმენა. ქუთაისი იმსახურებს გამორჩეულ, საუკეთესო მიდგომას. გამარჯვების შემთხვევაში, ვაპირებ ვიყო სიტყვა, საქმე და ხმა თითოეული ქუთაისელის, რომელიც არ დაემორჩილება არცერთ პარტიას, რომელიც იქნება ადამიანი და იმუშავებს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება დაპირებებს, ოპოზიციის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებები ასეთია:

– ქუთაისის დაუბრუნდეს საპარლამენტო სტატუსი.

– საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლეს უფასო კვება.

– ქუთაისს უნდა ყავდეს პირველი არჩეული შერიფი.

– ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს არ დანიშნავს მერი, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

– ბიზნესი გათავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.

– ქუთაისს ქონდეს 50 ახალი სკვერი, 30 საბავშვო მოედანი და ძალიან ბევრი კალათბუთის მოედანი.

ხატია დეკანოიძემ კოალიციური გუნდი დღეს წარადგინა.

კომენტარები