მთავარიახალი ამბებისლაიდი

ხატია დეკანოიძე – პირობას გაძლევთ, უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას

ხატია დეკანოიძე – პირობას გაძლევთ, უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას

ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის და ყველა მათგანი იქნება მხილებული. ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას – ამის შესახებ ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ძვირფასო ქუთაისელებო, მობრძანდით არჩევნებზე ხვალ. ყველა ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში, აუცილებლად ჩამობრძანდით. ჩამობრძანდით იმისთვის, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდადში, არა მხოლოდ, ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება, რომელსაც ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას”, განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, მერობის კანდიდატი ფულის სანაცვლოდ, პირადობების ჩამორთმევის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს.

“პირობას ვიძლევი ჩემს მეგობრებთან ერთად, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში, დღე და ღამეს ასწორებდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება ხვალ ყოფილიყო დაცული, პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბნებზე იმისთვის, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ.

ნუ იქნებით სახლში, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორთან, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში, მობრძანდით უბნებზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები