მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმებმა ლეჩხუმისა და რიონის ხეობის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმებმა ლეჩხუმისა და რიონის ხეობის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმებმა ლეჩხუმისა და რიონის ხეობის მოსახლეობას ტვიშში უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

კამპანია #ექიმები ლეჩხუმისთვის ფარგლებში ნევროლოგებს, თერაპევტებს, ეპოლეპტოლოგებს, ნეიროფიზიოლოგსა და გასტროენტეროლოგს 150 ადგილობრივი გაესინჯა.

აღნიშნული კამპანიის ჩატარება ექიმებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლეჩხუმური ღვინის ფესტივალზე სტუმრად მყოფმა მედიკოსებმა მიტოვებული და ულამაზესი რეგიონის მდგომარეობა ნახეს.

მათი მხარდაჭერა ამ კამპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც შესაძლოა, შთაგონებად იქცეს სხვა დარგის სპეციალისტებისთვისაც, რადგან ლეჩხუმისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

 

 

კომენტარები