მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხმაური ქუთაისის მერიაში – “დასისინებული აქვს მუცელი, მე რომ თავზე მაწვიმდა, მაგი რესტორანში ქეიფობდა”

ხმაური ქუთაისის მერიაში – “დასისინებული აქვს მუცელი, მე რომ თავზე მაწვიმდა, მაგი რესტორანში ქეიფობდა”

ხმაური იყო დღეს ქუთაისის მერიაში.ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისის მობინადრეები მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

რამდენიმე დღის წინ სტიქიის დროს დაზიანებული სახურავიდან კორპუსში წყალი ჩავიდა და მათი ოთახები დაიტბორა. რამდენიმე ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.

დღეს მოქალაქეები მათთვის ბინების დაქირავებას და საცხოვრისის კორპუსის გარემონტებას მოითხოვდნენ. მერთან შეხვედრა სოციალურად დაუცველებმა ვერ შეძლეს.

“დასისინებული აქვს მუცელი, მე რომ თავზე მაწვიმდა, მაგი რესტორანში ქეიფობდა. ყოველ საღამოს რესტორანშია, ხალხის ნაცვლად ქეიფზე ფიქრობს”, – აცხადებს სოციალურად დაუცველი ქუთაისის მერზე.

კომენტარები