ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სოფელში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. წვიმის დროს კი ორმოებად ქცეულ გზაზე გადაადგილება უჭირთ, როგორც ქვეითად ასევე ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს.
“ეს ივანდიდის 20-ე ქუჩის გზაა, რომელიც ამ დროისთვის ასე გამოიყურება. 20-ე ქუჩიდან 6 ბავშვს უწევს სკოლისკენ მიმავალი ამ გზის გავლა და უკან დაბრუნება ყოველ დღე.
ფოტოზე დედაჩემია, რომელმაც მძიმე ინსულტიდან, მხოლოდ ორი წლის შემდეგ მთხოვა ქუჩაში გადაყვანა. უკან დავაბრუნე და ცხარე ცრემლებით ატირდა. ასეც რომ არ იყოს, რა კანონიერი საფუძვლით ხდება ივანდიდის შიდა გზების რეაბილიტაციის შერჩევა?!
პრობლემის გასაჯაროებიდან გამომდინარე, ხონის მუნიციპალიტეტიდან ველი დასაბუთებულ პასუხს უმოკლეს ვადაში”, – წერს სოციალურ ქსელში ირინა საღინაძე.
კომენტარები