მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგები ცნობილია

ხონის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგები ცნობილია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში გაჩენილი ხანძრის შედეგები ცნობილია – დამწვარია 20 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე ჩაის პლანტაცია.

ხანძრის ჩაქრობას 15 მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი უშლიდა ხელს, არსებობდა ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხეც.

პრევენციის მიზნით ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები დილამდე დარჩნენ.

კომენტარები