მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონში ავტომობილი, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, ქალს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ხონში ავტომობილი, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავდა, ქალს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ხონის ცენტრში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, მანქანის მეპატრონე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ საჭესთან მყოფი ნასვამი მძღოლის მეუღლე ხონის მუნიციპალიტეტის ჯგუფში წერს, დაზარალებულ ქალს გამოხმაურებას სთხოვს და ამის შემდეგ დახმარებას პირდება.

“ჩემს ქმართან ერთად მივდიოდი სახლში, როცა ჩემმა ქმარმა ვერ შენიშნა ხონში, “თიბისის” წინ გოგო, რომელიც გზას ჭრიდა და შემთხვევით დავეჯახეთ. მეუღლე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და მანქანა ვერ გააჩერა, თუმცა გოგონას, რაღაც დაზიანებები ჰქონდა, რადგან ფეხზე ბორძიკით წამოდგა. გთხოვ მაპოვნინოთ ეს გოგო. ეცვა შავი ზედა-ქვედა, გრძელთმიანი გოგო იყო. თუ ვინმემ რამე იცით, გთხოვთ დამაკავშირეთ. მზად ვარ გავუწიო სამედიცინო დახმარებაა და გავიღო ნებისმიერი ხარჯი. დამეხმარეთ გთხოვთ”, – წერს საჭესთან მყოფი მამაკაცის მეუღლე.

კომენტარები